Sunday, October 8, 2017

ინტელის პროექტი

სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი ჩვენს ცხოვრებაში

კურსის რეფლექსია

ინტელის ტრენინგების საშუალებით განვიხილეთ და შევისწავლეთ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება.
ტრენინგის კურსი იყო ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და მრავლისმომცემი. დასაწყისში გავეცანით ინტელის პროექტის ძირითად მიზნებს და ამოცანებს, ტრენინგის მოდულებს. პროექტის მასალები ისე იყო დახარისხებული, რომ საკითხების ძიება არ გამჭირვებია. შევისწავლე  სასწავლო პროექტის დაგეგმვა, მოსწავლეთა პროექტების შეფასებაჩვენს სასწავლო პროექტში 21– საუკუნის უნარების ინტეგრირება, მოსწავლეთა საჭიროებები, სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, პროექტის პრეზენტაცია Power Point-ში, სასწავლო პროექტის  მახასიათებელი შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტები, მოვამზადეთ პუბლიკაციები იმისათვის, რომ ჩვენი პროექტი გავაცნოთ საზოგადოების წევრებს. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვის სახეები, შევისწავლე ელექტრონული ფოსტის მრავალი ფუნქცია და შექმნილი რესურსები (პორტფოლიო) ავტვირთეთ Gmail-ის დისკსა და შემდეგ კი ბლოგზე. რაც შეეხება ბლოგს იყო ისეთი საკითხები რომლებიც ჩემთვის ახალი და საინტერესო აღმოჩნდა.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს იმისათვის, რომ ასეთი დატვირთული და საინტერესო ტრენინგის რთული საკითხები ადვილად და კარგად შეგვასწავლა. შეძენილმა ცოდნამ და უნარჩვევებმა კი გამიჩინა ახალახალი პროექტების შექმნის სურვილი.

მადლობა...

No comments:

Post a Comment